გოგი წულაიამ ქუთაისის მერიის წინ წყალი დანაყა
ქუთაისის მერიის შენობის წინ, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ ქვასანაყით ქვიჯაში წყალი დანაყა.
წულაიამ აღნიშნული აქცია-პერფორმანსით ქუთაისის მერიის მიერ ჭიათურის მუნიციპალიტეტისთვის ავტომობილის ჩუქება გააპროტესტა.
„მერიასთან სიმბოლურად წყალი დავნაყე, რადგან როგორც წყლის ნაყვა არ არის შედეგის მომტანი, ასეთივე უშედეგოა ხელისუფლებისთვის ჩემი ბრიფინგები. თითქოს გადასაყრელი გვქონდეს ქონება, ისე ვაჩუქეთ ჭიათურას უახლესი მოდელის ავტომობილი. მინდა, მივმართო ბიძინა ივანიშვილს, ასე როგორ გეზიზღება ქუთაისი, რომ მერად ბრიყვი პოლიტიკოსი დაგვისვი?!“, – განაცხადა გოგი წულაიამ.
ქუთაისის მერიაში გოგი წულაიას ბრალდებებს არ პასუხობენ.
მსგავსი სიახლეები
რა მოხდა 26-ში? - თინა ხიდაშელი საა...
15:47 29.10
ნიდერლანდებისა და პოლონეთის საგარეო...
11:46 29.10
ევროკავშირმა არ უნდა აღიაროს ეს არჩ...
14:45 29.10
ეს იყო "ეფესბეს" ხელწერა" - პრეზიდე...
14:44 29.10
თაღლითობა და რუსული სპეცოპერაცია - ...
15:43 29.10
არჩევნები ტოტალურად გაყალბდა - პრეზ...
21:29 27.10
კომენტარი