ოკუპანტებმა ლვოვში სარკინიგზო სადგური დაბომბეს
რამდენიმე წუთის წინ, საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში, ლვოვის სარკინიგზო სადგური დაბობმეს. დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. ლვოვის სარკინიგზო სადგური ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ადგილია, რომელსაც მოქალაქეები ევაკუაციისთვის იყენებენ. მარშრუტი, რომელიც დღეს კიევიდან ლვოვამდე „იმედის“ გადამღებმა ჯგუფმა გაიარა, სწორედ იმ სადგურზე გადიოდა, რომელზეც ცოტა ხნის წინ სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. როგორც „ქრონიკის“ ჟურნალისტი, მაკუნა აბულაძე უკრაინიდან იტყობინება, ოკუპანტებმა სადგურის ტერიტორიაზე 5 რაკეტა ჩააგდეს.
კომენტარი