სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში საქართველოს ბანკის სერვისცენტრების მუშაობის განრიგი

თბილისი, 17 აპრილი, 2014 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ბანკის სერვისცენტრების მუშაობის განრიგის შესახებ. 18, 20 და 21 აპრილი საქართველოს ბანკის სერვისცენტრებისთვის, მათ შორის მეტროს სერვისცენტრებისთვის, დასვენების დღეები იქნება.

შაბათს, 19 აპრილს, ბანკის ყველა სერვისცენტრი იმუშავებს ჩვეულ რეჟიმში, დილის 10:00 საათიდან, დღის 14:00 საათამდე, ხოლო მეტროს და Express სერვისცენტრები დილის 10:00 საათიდან, საღამოს 18:00 საათამდე.

მომხმარებელს, რომელსაც საკრედიტო ბარათზე დაანგარიშების თარიღი აქვს 18 აპრილი საშეღავათო პერიოდით სარგებლობისთვის თანხის შემოტანა შეუძლია 17 აპრილის ჩათვლით.

საქართველოს ბანკის, სატელეფონო ცენტრი 19 აპრილის 22:00 საათიდან 21 აპრილის 10:00 საათამდე, არ იმუშავებს. დანარჩენი დღეები ჩვეულ 24 საათიან რეჟიმში იქნება ხელმისაწვდომი.

22 აპრილიდან საქართველოს ბანკის ყველა სერვისცენტრი, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100