როგორია ქუთაისის ციხეში დაშავებული პატიმრის მდგომარეობა?
ქუთაისის ციხეში დაშავებული პატიმრის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმედ ფასდება. ნიკა ბასილაძეს დაზინებები, სავარაუდოდ, თავის არეში აქვს მიყენებული. 30 წლის მსჯავრდებული ამ დრომდე უგონო მდგომარეობაში იმყოფება. ოჯახი ქუთაისის პენიტენციურ სამსახურთან არის შეკრებილი და ხელმძღვანელი პირებისგან პასუხებს ითხოვენ.
ექიმმა, როგორც მითხრა, მძიმე მდგომარეობაა. მართვით სუნთქვაზეა შეერთებული. კატეს გადასაღებად უნდა გადაიყვანონ სხვა საავადმყოფოში, რადგან აქ გაფუჭებული არისო და მერე ისევ დავაბრუნებთ უკანო. სახალხო დამცველია მოსულიო, მას გავესაუბრეთ და შეგიძლიათ, მისგან მიიღოთ ინფორმაციაო. ოჯახის მთავარი მოთხოვნაა, რომ ვიცოდეთ რაიმე კონკრეტული, რა მდგომარეობაა, როგორ არის", - ამბობს ოჯახის წევრი.
ოჯახი ახლა ინფორმაციას, როგორც პენიტენციურისგან და კლინიკისგან, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენელისგან ელოდება, რომელმაც "ვივა მედის" პერსონალთან შეძლო გასაუბრება.
ნიკა ბასილაძე მძიმე დაზიანებით "ვივა-მედის" კლინიკაშია მოთავსებული,
ბასილაძის ნათესავებს აქვთ ეჭვი, რომ პატიმარი საკანში უმოწყალოდ სცემეს.
პენიტენციური სამსახურშის მტკიცებით კი, პატიმარმა ერთჯერადი სამართებლის გამოყენებით ორივე ხელზე დაზიანებები თავად მიიყენა.
კომენტარი