სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გურანდა გაბუნია: ივანიშვილი ღმერთმა მხსნელად გამოგვიგზავნა

მსახიობი გურანდა გაბუნია მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართველ საზოგადოებას მხსნელად ღმერთმა გამოუგზავა. ამის შესახებ მან “ქართული ოცნების“ პრეზენტაციის დასრულების შემდეგ „ტრიბუნა.ge“–სთან საუბრისას განაცხადა.

„საჭიროა მუშაობა და ერთობა. ყველა ერთად უნდა დადგეს და ამ ღმერთისგან ჩამოსულ ადამიანთან გაერთიანდეს. მე აუცილებლად ვიდგები მის გვერდით,“– განაცხადა გურანდა გაბუნიამ.


საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების პრეზენტაცია, დღეს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა. "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილია. მოძრაობის პრეზენტაციაზე ბიძინა ივანიშვილის გარდა სიტყვით საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები გამოვიდნენ – პოეტი რატი ამაღლობელი, მწერალი ნაირა გელაშვილი, უფლებადამცველი მანანა კობახიძე, ფეხბურთელი კახა კალაძე და მწერალი გურამ ოდიშარია.



"ქართული ოცნების პრეზენტაცია ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერას, სიმღერით გაიხსნა და მისივე ახალი სიმღერის პრეზენტაციით დაიხურა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100