სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"სექსი დიდ ქალაქში" ეკრანებზე ბრუნდება - სიახლე სერიალის მოყვარულებისთვის

HBO Max პოპულარული სერიალის "სექსი დიდ ქალაქში" გაგრძელებას გეგმავს. გამოცემა Deadline წერს, რომ ჯერჯერობით საუბარია მინი-სერიაზე, რომელშიც მაყურებელი ისევ ნიუ-იორკელი ქალების ცხოვრებას იხილავს.

ორიგინალური შოუს ვარსკვლავებმა, სარა ჯესიკა პარკერმა, კრისტინ დევისმა, სინტია ნიქსონმა დაინტერესების შესახებ უკვე განაცხადეს. სამანტას როლის შემსრულებელი კიმ კეტროლი კი, სავარაუდოდ, სერიალში არ დაბრუნდება. ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, შოუში, შესაძლოა, მთავარი გმირების ახალი თაობა გამოჩნდეს.

შეგახსენებთ, "სექსი დიდ ქალაქში" HBO-ს ეთერში 1998 წელს გამოვიდა. ჯამში მაყურებელმა 6 სეზონი იხილა. 2004 წელს სერიალი დასრულდა, 2008 და 2010 წლებში კი ორი სრულმეტრაჟიანი ფილმი გამოვიდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100