„ევროპული საქართველო“ ინიციატივით გამოდის, სავალდებული საპენსიო შენატანი 8 თვით შეჩერდეს
„ევროპული საქართველო“ მთავრობას ინიციატივით მიმართავს, სავალდებული საპენსიო შენატანი 8 თვით შეჩერდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ისინი თვლიან, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში გამოთავისუფლდება 133.3 მლნ ლარი, რაც საჭირო იქნება ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯების დასაფარავად.
„დასაქმებულებს 108.2 მლნ ლარი დარჩებათ, რასაც ისინი თავიანთი მზარდი ხარჯების დასაფარავად გამოიყენებენ; მეწარმეებსა და დამსაქმებლებს დარჩებათ 83.1 მლნ ლარი, რაც შეასუსტებს სამუშაო ადგილების დაკარგვას და უმუშევრობის ზრდას; სახელმწიფო ბიუჯეტში გამოთავისუფლდება 133.3 მლნ ლარი, რაც საჭირო იქნება ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯების დასაფარავად” - აცხადებენ პარტიაში.
კომენტარი