სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბათუმში გრიპის ვირუსით 53 წლის ქალი გარდაიცვალა

ბათუმში გრიპის ვირუსით 53 წლის ქალი გარდაიცვალა. იგი ქალაქის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სუნთქვის მწვავე უკმარისობით 17 დეკემბერს მიიყვანეს, დღეს დილით კი რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა.

„წინასწარი მონაცემებით, ამ ეტაპზე პაციენტს „ა“ ტიპის გრიპი დაუდასტურდა. დამატებითი კვლევისთვის ანალიზები თბილისში, ლაბორატორიაშია გადაგზავნილი. ქალბატონი 17 დეკემბერს მოიყვანეს სუნთქვის მწვავე უკმარისობით. მისი მდგომარეობა უკვე დამძიმებული იყო“ - აცხადებს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი მალხაზ ხალვაში.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, აჭარაში H1N1 ვირუსის სამი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. სეზონური ვირუსების გამო გამოძახებები გაზრდილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრშიც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100