სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თამარ ხულორდავა : USAID-ის პოზიტიური შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აშშ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენს შორის თანამშრომლობა ძალზე აქტიურ ფაზაშია

“ამერიკის საერთაშორისო სააგენტო ძალიან პოზიტიურ შეფასებას იძლება საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ეს შეფასება, ბუნებრივია, საყურადღებოა, რამდენადაც, USAID ჩვენ ქვეყანაში დიდი ხანია მუშაობს. მას ამ წლების განმავლობაში უდიდესი დახმარება აქვს გაწეული საქართველოსთვის. მილიარდ ნახევარს ითვლის იმ პროგრამების მოცულობა, რომლებიც წლების განმავლობაში განხორციელებულა საქართველოში.

კვლევის შედეგებით ვლინდება ის, რომ საქართველოს აქვს მაღალი შეფასებები, ისეთ კატეგორიებში და ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ღია და გამჭირვალე, ანგარიშვალდებული მმართველობა, ეკონომიკური პოლიტიკა. ასევე საყურადღებოა, რომ ზოგიერთი მონაცემები აღემატება აღმოსავლეთ ევროპის და ბალკანეთის მაჩვენებლებს. ასეთია, მაგალითად, ჩვენი მედიის და სამოქალაქო საზოგადოების ეფექტიანობის თვალსაზრისით შეფასება, ასევე მაღალი შეფასებები გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის და გადასახადების ადმინისტრირების თვალსაზრისით.

ეს ყველაფერი, არის ძალიან მნიშვნელოვანი შეფასებები ჩვენთვის. მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენს შორის არსებული თანამშრომლობა ძალიან აქტიურ ფაზაშია. როგორც იცით, სულ ახლახანს გაიმართა პრემიერ-მინისტრის შეხვედრა USAID-ის ხელმძღვანელთან, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას და ერთად ძალისხმევას იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ამ მიმართულებებით კიდევ უფრო განვითარდეს”.- განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ.

2018 წლის 4 ოქტომბერს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) გამოაქვეყნა ინფორმაცია ბენეფიციარი ქვეყნების შესახებ, რომლის მიხედვით, საქართველომ ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ძირითადი მაჩვენებლების მიხედვით (0-დან 1-მდე სკალით) მაღალი შეფასებები მიიღო.



კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100