ნათია ფანჯკიკიძე: მაინც მაშინ მოვკვდებით, როცა უნდა მოვკვდეთ,ნუ მივატოვებთ ერთმანეთს
ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:
სკოლის მოსწავლე გოგოს ტუბერკულოზი აღმოაჩნდა, უმკურნალეს. სკოლაში რომ დაბრუნდა, მშობლებს შეეშინდათ და აბუნტდნენ, ჩვენი შვილების გვერდით მისი ყოფნა საფრთხეაო. ბავშვი დარჩა მარტო ადამიანებს შორის.
ეს ფოტო მისთვისაა გადაღებული
და სხვების მშობლებისთვის,
ნუ გეშინიათ ადამიანებო, არაფერი
არ დაგვემართება, რაც
ჩვენთვის არ არის გამოწერილი
და სიკვდილითაც მაინც მაშინ
მოვკვდებით, როცა უნდა
მოვკვდეთ, ამას ვერაფერი
შეცვლის.
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს.
ტუბერკულოზი, დროზე მიგნებული,
დროზე მოვლილი, იკურნება
კომენტარი