სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რასა იუკნევიჩიანე: ის, რასაც ივანიშვილი 2008 წლის ომზე ამბობს კრემლის ნარატივია

ევროპისა და კრემლის მომხრე ერთდროულად ვერ იქნები - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიანე „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.

მისი თქმით, "ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი 2008 წლის ომზე ამბობს, რასაც ის და სხვა ოფიციალური პირები ევროპარლამენტის შესახებ ამბობენ, კრემლის ნარატივია - ევროკავშირის ინსტიტუტებზე თავდასხმა და არადემოკრატიული ქცევა"

მეტიც ევროპარლამენტარი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის „უმნიშვნელოვანესი მიზეზი, რატომაც საქართველო ასეთ მძიმე მდგომარეობაშია“.

„რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი არის ერთ-ერთი, ან ვიტყოდი, რომ უმნიშვნელოვანესი მიზეზი, რატომაც საქართველო ასეთ მძიმე მდგომარეობაშია. ვგულისხმობ, საქართველოს სამომავლო გზას. ვხედავთ, რომ რასაც ის ამბობს, რა გადაწყვეტილებებსაც მისი მთავრობა იღებს, შეუთავსებელია ევროკავშირის მოთხოვნებთან და ღირებულებთან.

[ევროკავშირის] წევრობის შემდგომი ნაბიჯები ოფიციალურ თუ არაოფიციალურ დონეზე შეჩერებულია იმის გამო, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს. ყველა მათი ქმედება აჩვენებს, რომ [ევროკავშირის წევრობისთვის] საჭირო ნაბიჯებს არ მიჰყვებიან. ევროპისა და კრემლის მომხრე ერთდროულად ვერ იქნები. ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი 2008 წლის ომზე ამბობს; რასაც ის და სხვა ოფიციალური პირები ამბობენ ევროპარლამენტის შესახებ, კრემლის ნარატივია - ევროკავშირის ინსტიტუტებზე თავდასხმა და არადემოკრატიული ქცევა“, - აცხადებს რასა იუკნევიჩიანე.

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ისტორიულ მინიმუმზე - გზავნილები ბრიუსელიდან - "ამერიკის ხმის" ინტერვიუ სრულად ნახეთ აქ

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100