როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
15 ივნისს ქუთაისში დღისით წვიმა და +30 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ოზურგეთში +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.
მესტიაში წვიმა და +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს
მცირედ ნალექიანი დღე იქნება ჭიათურაშიც, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში წვიმას პროგნოზირებენ. დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსამდე დაიწევს.
+26 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +13 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.
გორშიც იწვიმებს. დღისით +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
ნალექიანი დღე იქნება გუდაურში, დღისით +16 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება. ომალოშიც იწვიმებს. დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს თელავში. დღის განმავლობაში +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი.
ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც. დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი სიღნაღში, +31 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში იწვიმებს. დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +30 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. დედაქალაქში დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი.
კომენტარი