ამ სიმღერით წარსდგა საქართველო „ევროვიზია 2018"-ზე
„ევროვიზია 2018“-ის მეორე ნახევარფინალიდან ფინალში გადასული ქვეყნების ვინაობა ცნობილია. საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი „ირიაო“ ფინალში ვერ გადავიდა. ჯგუფი მეორე ნახევარფინალში მე-10 ნომრად გამოვიდა, თუმცა ნახევარფინალური ტური ვერ გადალახა და კონკურსს გამოეთიშა.
„ირიაომ“
შეასრულა სიმღერა – „შენი გულისთვის.
მეორე ნახევარფინალურ საღამოზე 18 კონკურსანტიდან ფინალში 10 მათგანი გადავიდა. ეს ქვეყნებია: სერბეთი, მოლდოვა, უნგრეთი, უკრაინა, შვედეთი, ავსტრალია, ნორვეგია, დანია, სლოვენია და ჰოლანდია.
ევროვიზიის სიმღერის რიგით 63-ე კონკურსის პირველი ნახევარფინალი 8 მაისს ჩატარდა და ფინალში 10 ქვეყანა გადავიდა: ავსტრია, ესტონეთი, კვიპროსი, ლიტვა, ისრაელი, ჩეხეთი, ბულგარეთი, ალბანეთი, ფინეთი და ირლანდია.
„ევროვიზია
2018“-ის ფინალი 12 მაისს გაიმართება.
კომენტარი