სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თავისუფალი პროექტების და ახალი ინიციატივების მხარდასაჭერად აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო კონკურსს აცხადებს .

მინისტრის მოადგილის ნათია სირაბიძის განმარტებით კონკურსის მიზანია ხელოვნებისა და კულტურის სფეროში ინოვაციური და კრეატიული პროექტების განხორციელების ხელშეწყობა, ასევე, ხელოვნების ახალი მიმართულებების განვითარების, შემოქმედთა ახალი თაობისა და ახალი იდეების მხარდაჭერა და რეგიონში კრეატიული ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა.

საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტის განხორციელება უნდა იგეგმებოდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან 15 დეკემბრამდე პერიოდში და სამინისტროდან მოთხოვნილი თანხა უნდა შეადგენდეს საშუალოდ 17 500 ლარს დღგ-ს ჩათვლით.

კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს გამოავლენს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრში შექმნილი საკონკურსო კომისია.

სამინისტროში განაცხადების მიღება იწარმოებს 2016 წლის 1 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით (09 საათიდან - 18 საათამდე). საკონკურსოდ წარმოდგენილი განაცხადების განხილვა იწარმოებს 2016 წლის 27 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით და გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება განმცხადებელს ათი სამუშაო დღის ვადაში.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ www.adjara.gov.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100