ჯენიფერ ლოპესს 2 წლიანი პატიმრობა ემუქრება
ჯენიფერ ლოპესს 2 წლიანი პატიმრობა ემუქრება. „დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და შეურაცხყოფა მიაყენა ქალის ღირსებას“ - ნათქვამია მომღერლისა და მსახიობის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელში.
საქმე ეხება მაროკოს დედაქალაქში გამართულ სოლო კონცერტს, რომელიც საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა, ტელეეთერითაც გადაიცემოდა და სადაც 45 წლის ლოპესმა სექსუალურად იცეკვა.
„ის რაც მისაღებია ჰოლივუდისთვის, მიუღებელია ჩვენი ქვეყნისთვის“ - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაცია „მაროკოს საგანმანათლებო სისტემის მხარდამჭერების“ აქტივისტები, რომლებმაც ჯენიფერს სასამართლოში უჩივლეს.
მაროკოს კანონმდებლობის მიხედვით ჯენიფერს 2 წლიანი პატიმრობა ემუქრება, როგორ დაიძვრენს პოპვარსკვლავი თავს სიტუაციიდან ამას მომავალი გვიჩვენებს.
კომენტარი