სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყველა კაცი იდიოტი არ არის, ანუ როგორ გავთხოვდეთ მოროშკინას რჩევების მიხედვით

ცხოვრებისეული და შემოქმედებითი სკანდალები მას არასდროს აკლდა. ლალი მოროშკინა ამჯერად მორიგი სკანდალისთვის ემზადება. მან ჯერ „პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი“–თ დაიწყო, შემდეგ უსექსობის პრობლემა შეახსენა „პატარა ქალაქის“ მცხოვრებლებს, ახლა კი მისი „სამიზნე“ მამაკაცები არიან.

მისი შემდეგი ნამუშევარი ”ყველა კაცი იდიოტი არ არის, ანუ როგორ გავთხოვდეთ” წიგნის მაღაზიებში მალე გამოვა.

მოროშკინა ახალ წიგნში მამაკაცების სხვადასხვა ტიპაჟების ფსიქოლოგიურ პორტრეტებს ხატავს. წიგნი გაჯერებულია რჩევებით ქალბატონებისადმი, თუ როგორ შეიძლება მიიყვანოთ სასურველი მამაკაცი მმაჩის ბიურომდე.

მკითხველისთვის კი დასკვნის გამოტანა, არის თუ არა ყველა მამაკაცი იდიოტი, სწორედ მოროშკინას ახალი ნამუშევრის წაკითხვის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100