სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოკუპანტებმა ხარკოვში სკოლა დაბომბეს - არის მსხვერპლი

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვში სკოლა დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ოკუპანტების იერიშის შედეგად დაშავდა ერთი და დაიღუპა ორი ადამიანი. ამ დროისთვის სამაშველო სამუშაოები ხარკოვის ოთხ რაიონში კვლავ გრძელდება. „ამასთან, გასული დღის განმავლობაში ხარკოვის რუკას კიდევ ერთი „ცხელი წერტილი“ დაემატა. ხარკოვის ნემიშლიანსკის რაიონში მაღალსართულიან შენობებზე საარტილერიო დარტყმის შედეგად განადგურდა რამდენიმე კორპუსი. მაშველებმა 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე ხანძარი ჩააქრეს, განახორციელეს ხალხის ევაკუაცია, ასევე, ნანგრევებიდან გარდაცვლილების ცხედრები ამოიყვანეს. ნანგრევებიდან ამოყვანილია 4 ადამიანი, ხოლო ორი დაღუპულია“, - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100