საქართველოს ბანკი მომხმარებელს სამომხმარებლო სესხზე საშეღავათო პერიოდს სთავაზობს
თბილისი, 8 ივლისი, 2016 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა სამომხმარებლო სესხზე საშეღავათო პირობებით სარგებლობის შესახებ. აქცია „დაისვენეთ 2 თვის %-ისგან“ ეხება, ყველას ვინც 6 სექტემბრამდე საქართველოს ბანკში, სამომხმარებლო სესხით ისარგებლებს. მომხმარებელი, 2 თვის განმავლობაში არ გადაიხდის სესხზე დარიცხულ პროცენტს და ასევე 2 თვით გათავისუფლდება საკრედიტო შენატანისგან. ამასთან, აქციით სარგებლობისას მომხმარებელს საშუალება ექნება გამოთავისუფლებული თანხები, ზაფხულის განმავლობაში, მისთვის საჭირო ხარჯებს მოახმაროს.
სამომხმარებლო სესხით სარგებლობა შეუძლია ყველას ვისაც დადასტურებული შემოსავალი ერიცხება რომელიმე კომერციულ ბანკში. მომხმარებელს საშუალება აქვს ისარგებლოს სამომხმარებლოს სესხით ნებისმიერი მიზნობრიობით და უზრუნველყოფის გარეშე.
დამატებითი ინფორმაცია სამომხმარებლო სესხის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ: www.sb.ge
###
„საქართველოს ბანკის“ შესახებ:
კომენტარი