სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

,,ნიკორას" მატლიანი საფირმო სოსისი და შოკირებული მომხმარებელი

ორი დღის წინ, ერთ-ერთმა მომხმარებელმა "ნიკორას" სუპერმარკეტში მათივე საფირმო რძიანი სოსისი შეიძინა და სახლში მიტანის შემდეგ მასში საკმაოდ დიდი რაოდენობით მატლები აღმოაჩინა. აღშფოთებულმა მატლიან სოსისს ფოტო გადაუღო და შეიძლება ითქვას, დახმარების მიზნით, www.itv.ge-ს ფეისბუქ გვერდზე გაუგზავნა.

გადავწყვიტეთ ფოტოები გამოგვექვეყნებინა და სხვა მომხმარებლებისთვისაც გაგვეზიარებინა, ვინაიდან აღნიშნული ფაქტი რისკის ქვეშ აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას, ასევე ვიცით ისიც, რომ "ნიკორას" ხორცპროდუქტებს არა მარტო მოზდილები, არამედ ბავშვებიც მიირთმევენ.. ამასთან, მსგავსი შემთხევა "ნიკორას“ სუპერმარკეტებში არა ერთხელ დაფიქსირებულა, რამდენიმე თვის წინ მაგალითად „ნიკორას“ერთ-ერთი მაღაზიათა ქსელის ყოფილმა თანამშრომელმა იმ რამდენიმე ხერხის შესახებ გვიამბო, რომელიც ხორცისა და ხორცპროდუქტების სექციაში ფართოდ ჰქონდათ დანერგილი.კერძოდ თურმე როდესაც ძეხვი დიდი ხნის განმავლობაში დევს დახლმაცივარში, მას გარედან ნადები უჩნდება. ეს ნადები წებოვანია და მომხმარებელს ასეთი პროდუქტი არ მოსწონს. ამ შემთხვევაში, სექციის წარმომადგენლები ძეხვეულს საგულდაგულოდ რეცხავენ, თანაც ცხელ წყალში. უკვე გაპრიალებული ზედაპირის მქონე ძეხვი კი ისევ დახლზე ბრუნდება.

როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, აქტუალურია ასევე "ნიკორას" მაღაზიებში შენახვის პირობების არასათანადოდ დაცვა. უკვე არაერთი მომხმარებელი აღნიშნავს, რომ ზოგიერთ მარკეტში ღამით მაცივრებს თიშავენ და დილით პროდუქცია გამლღვალი ან დარბილებულია.

როგორც ჩანს, "ნიკორას“ მაღალი ფასები პროდუქტის ხარისხიანობის გარანტი არ ყოფილა.


აღნიშნულ ფაქტს კომპანია "ნიკორა" გამოეხმაურა. მათ კომენტარს უცვლელად გთავაზობთ.

"მომხმარებლის მხრიდან ინფორმაციის გავრცელებისთანავე კომპანიამ მოახდინა შესაბამისი რეაგირება. პროცესში აქტიურად არიან ჩართულები როგორც „ნიკორას“ ტექნლოგები, ასევე ხარისხის მართვის სამსახურის წარმომადგენლები. სამწუხაროა, რომ თავად პროდუქტი არ გახლავთ ხელმისაწვდომი ლაბორატორიული შემოწმებისთვის.

როგორც მოგეხსენებათ, მომხმარებელმა გაავრცელა 2 ფოტო... პირველ ფოტოზე, რომელზეც ხდება „ნიკორას“ იდენტიფიცირება პროდუქტი სრულებით ჯანსაღია! ხოლო მეორე ფოტოზე, რომელზეც მომხმარებლის თქმით, ასახულია პრობლემური პროდუქტი არ ხდება „ნიკორას“ იდენტიფიცირება... შეფუთვაზე არ ჩანს წარწერა, რომელიც დამახასიათებელია „ნიკორას“ წარმოების რძიანი სოსისისთვის.

აღსანიშვანია ისიც, რომ კვების პროდუქტების წარმოებაში გათვითცნობიერებულმა ნებისმიერმა პიროვნებამ კარგად იცის, რომ თერმული დამუშავების შედეგად შეუძლებელია მზა პროდუქტში მოხვდეს მატლი, როგორც ეს აღნიშნულია სტატიაში.

ამა ემატება ისიც, რომ „ნიკორას“ საწარმოებსა და სუპერმარკეტებში მკაცრადაა დაცული ISO სტანდარტები - მაცივრებში ხდება ტემპერატურის მკაცრი კონტროლი, რაც გამორიცხავს მსგავსს პრეცედენტს.

კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მწუხარებას იმის გამო, რომ პროდუქტი არ გახლავთ ხელმისაწვდომი ლაბორატორიული შემოწმებისთვის, რათა საზოგადოებისთვის უფრო ზუსტი და კომპეტენტური პასუხი გაგვეცა თუ რას წარმოადგენს ეს ცხიმოვანი წარმონაქმნი"-განმარტავენ კომპანიაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100