"არაადამიანები ხართ" - კოტე თოლორდავას ქვრივი მიმართვას ავრცელებს
მსახიობ კოტე თოლორდავას ქვრივი, განო მელითაური სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.
„ყველა, ვინც კოტე თოლორდავაზე, რომელიც მთელმა საქართველომ დაიტირა მირეკავს როგორც ცოცხალზე მიყვება როგორ დაინახა ქუჩაში, ან რომ მასთან საუბარი უნდა და საწრაფოდ დავალაპარაკო, რომ ონლაინე ცრედიტი ქონდა და მე ვმალავ და არ ვალაპარაკებ, რომ ქონდა ხილვა და ნამდვილად ცოცხალია ყველა როგორც ერთი ხართ არაადამიანები!!!!
წარმოდგენა არ გაქვთ ადამიანურ ღირებულებებზე, განსაცდელზე რომელშიც ჩვენი ოჯახი იმყოფება, დანაკარგზე რომელსაც სამყაროში ვერაფერი აგვინაზღაურებს და ტკივილებზე, რომელსაც ყოველდღიურად განვიცდით!
შეწყვიტეთ! რადგან თითოეული ასეთი ზარის შემდეგ დემორალიზებული და განადგურებული ვარ და მთელი თერტმეტთვიანი ძალისხმევა ცხოვრების გაგრძელება შევძლო წყალში იყრება!“ - წერს განო მელითაური სოციალურ ქსელში.
კომენტარი