დონალდ ტრამპი - მთელს მსოფლიოში ყველა ლაპარაკობს საქართველოზე (ვიდეო)
"მინდა გითხრათ, რომ მთელს მსოფლიოში ყველა ლაპარაკობს საქართველოზე, იმ სერიოზულ და ჯადოსნურ ტრანსფორმაციაზე, რომელიც აქ ხდება", - ამის შესახებ ამერიკელმა ბიზნესმენმა დონალდ ტრამპმა ბათუმის "ტრამპ თააუერის" პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ის იმედის თვალით უყურებს იმ პროექტს, რომელიც საქართველოში ხორციელდება.
"ჩვენ იმედის თვალით უყურებთ ამ პროექტს, ეს ყველაფერი კეთდება იმ ხალხისთვის ვინც აქ არის. მსოფლიოში ყველა ლაპარაკობს საქართველოზე, ყველა ლაპარაკობს თქვენს პრეზიდენტზე. ბატონო პრეზიდენტო, მინდა მოგილოცოთ, თქვენ ხართ დიდი ადამიანი და ამ რეგიონის გარეთ ყველა ლაპარაკობს თქვენზე. მე ძალინ ბევრი აქტივობის მომსწრე ვვიყავი და ალბათ კიდევ ბევჯერ ჩამოვალ საქართველოში". - ამბობს დონალდ ტრამპი.
შეგახსენებთ, რომ "ტრამ თაუერის" მშენებლობას კომპანია "სიქროუდ ჯგუფი" Trump Organization-თან ერთად ახორციელებს. თანამედროვე 47-სართულიან შენობაში 80-დან 700 კვადრატულ მეტრამდე ფართობის ბინები განთავსდება, რომლებსაც ხედები შავი ზღვის სანაპიროსკენ ექნება.
დონალდ ტრამპის ორგანიზაციასა და "სილქროუდ ჯგუფს" შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება აშშ-ში, გასული წლის მარტში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, ბათუმსა და თბილისში Trump tower-ები უნდა აშენდეს.
მეორე ეტაპზე კი, იგეგმება ექსკლუზიური საზღვაო სოფლის მშენებლობა, რომელიც ბათუმის პორტსა და ხმელეთს ერთმანეთთან დააკავშირებს. მოეწყობა იახტკლუბი და სპეციალური ზონა ფეხით მოსიარულეთათვის.
კომენტარი