შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ სუსის გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი დაინიშნა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ სუსის გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი იოსებ ჭელიძე დაინიშნა.
შსს თავის ვებ-გვერდზე ახალი მოადგილის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს:
დაიბადა 1969 წლის 24 ოქტომბერს.
1993 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტი.
15.05.1995-01.01.2005 წლებში მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის სამთავრობო დაცვის სამსახურში სხვადასხვა თანამდებობებზე;
21.01.2005-05.02.2015 წლებში საქმიანობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობებზე;
05.02.2015-11.05.2015 წლებში იყო შსს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის პირადი დაცვის სპეციალური სამმართველოს უფროსი;
11.05.2015-01.08.2015 წლებში იყო შსს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დეპარტამენტის დირექტორის უფროსის მოადგილე;
01.08.2015-10.09.2019 წლებში საქმიანობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფროსის (დეპარტამენტის დირექტორი) თანამდებობაზე;
2019 წლის 10 სექტემბრიდან დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ.
წოდება - პოლიციის პოლკოვნიკი
ენების ცოდნა: რუსული
ოჯახური მდგომარეობა - დაოჯახებული, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
კომენტარი