თევზი ესპანურად
მასალა:
500 გრამი ვირთევზა
½ ჭიქა თეთრი ღვინო
1 თავი საშუალო ზომის ხახვი
80 გრამი კარაქი ან მარგარინი
1 ჩაის კოვზი გახეხილი შოკოლადი
ცოტა შამპინიონი
1 სუფრის კოვზი ფქვილი
ცოტა დანაყილი მიხაკი
ცოტა დარიჩინი
მარილი, პილპილი
ხახვი წვრილად დავჭრათ და შევბრაწოთ ნახევარ პორცია კარაქში. დავამატოთ ფქვილი შევბრაწოთ ხახვთან ერთად. შემდეგ ფრთხილად დავასხათ ¼ ლიტრი წყალი და სოუსს კარგად მოვურიოთ. დავამატოთ ღვინო და შოკოლადი, მიხაკი, დარიჩინი, მარილი და პილპილი. ცეცხლგამძლე დაბალ ფორმას წავუსვათ ცხიმი და დავდგათ ძალიან დაბალ ცეცხლზე. სოკო გავასუფთავოთ, წვრილად დავჭრათ, მოვშუშოთ დარჩენილ კარაქში და სუფრაზე მიტანამდე 10 წუთით ადრე ჩავაწყოთ თევზიან ფორმაში. თევზი სუფრაზე ბრინჯთან ერთად მივიტანოთ.
კომენტარი