დაპირისპირება სასამართლო პროცესზე მაგდა პაპიძესა და მის დედამთილს შორის
საქალაქო სასამართლოში დასრულდა მაგდა პაპიძის დედამთილის დაკითხვა. რძალ-დედამთილს შორის პროცესზე დაპირისპირება მოხდა.
მოკლული ქაფიანიძის დედამ პაპიძისთვის სამუდამო პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. ის აცხადებს, რომ ქალმა შვილი საკუთარი ხელით გაგუდა.
ნაფიცმა მსაჯულებმა მოკლულის დედისგან მიიღეს დამატებითი ინფორმაცია იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც ახლა საქმეში დევს.
პროკურატურამ ნივთმტკიცებები მიიტანა სასამართლოში, სისხლიანი ბალიშები, მკვლელობის სავარაუდო იარაღი - პარკში გახვეული ურო, უბის წიგნაკი, ტანსაცმელი და სხვა ნივთები რომლებიც მოგვიანებით გამოძიებამ ნაგავში იპოვა.
ვიდეო იხილეთ ლინკზე: http://1tv.ge/ge/news/view/128415.html
კომენტარი