სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შაშკინი მუხროვანის ამბოხის შესახებ სკანდალურ ფაქტს ასაჯაროვებს

სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი ,,ნიუპოსტთანსაუბარში, 2009 წელს მუხროვანის ამბოხის ფაქტს იხსენებს და ამბობს, რომ პარალელურად რუსეთის სპეცსამსახურების მეირ დაგეგმილი იყო ამბოხი სასჯელარსრულების სპეცდანიშნულების რაზმში, რომელიც დროულად იქნა არკვეთილი.

,,ამ პერიოდში მე ვიყავი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი და რასაც ახლა ვიტყვი, არის ის ინფორმაცია, რომელიც მე მქონდა იმ დროისათვის, როგორც ამ სამინსიტროს ხელმძღვანელს. 2009 წლის მაისში მუხროვანში მოხდა ამბოხი, რომელიც იყო დაგეგმილი და ორგანიზებული რუსული სპეცსამსახურების მიერ. გარდა მუხროვანისა, იყო მცდელობა სასჯელაღსრულების სპეცდანიშნულების რაზმში, რომელიც მაშინ ტერიტორიულად იყო ორთაჭალაში. დილით მოხდა მუხროვანი, ხოლო მუხროვანამდე რამდენიმე საათით ადრე იგივე ამბოხი იგეგმებოდა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმშიც, რომელიც იქნა აღკვეთილი და სწორედ ამიტომ, მე იმ მომენტში არ ვარ მუხროვანში. მაშინვე, სასჯელაღსრულებაში ჩენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ამბოხებულებთან ერთად იყო დაფიქსირებული ორი ადამიანი, არაქართველი რუსული გარეგნობის, რომლებიც საუბრობდნენ რუსულად და მონაწილეობდნენ ამბოხის ორგანიზებაში.

ამდენად, მე მინდა დავაფიქსირო, რომ ის დავალება, რომელსაც ვანო მერაბიშვილი იძლევა, ეხება იმ ორი ადამიანის მოძებნას, რადგან დილითვე იყო ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები იყვნენ ამბოხებულთა მიერ ლიკვიდირებული, კვალის დაფარვის მიზნით. ეს ორი ადამიანი აკავშირებდა მუხროვანის ამბოხს რუსეთის სპეცსასამხურებთან“, - აცხადებს შაშკინი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100