ლუგანსკის ოლქში დაბომბვას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - რა მოხდა გასულ ღამეს უკრაინაში
რუსეთი უკრაინაში სამხედრო ინტერვენციას აგრძელებს. გასულ ღამეს ლუგანსკის ოლქში დაბომბვას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც BBC-ი წერს, გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეიგაიდაის ინფორმაციით, ლისიჩანსკიში იერიშის შედეგად დაიწვა გიმნაზია.
რა მოხდა გასულ ღამეს უკრაინაში:
დონეცკის რეგიონი: გასულ ღამეს სამხედრო იერიშის შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაშავდა.
ხერსონი რეგიონი: BBC-ის ცნობით, გრძელდება დაბომბვები - ოკუპირებულ სოფლებში „კრიტიკულად მძიმე სიტუაციაა“
ხარკოვი: დაბომბვის შედეგად რამდენიმე ადგილას ცეცხლი გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, სამხედრო იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
უკრაინის უმეტეს რეგიონებში, გასულ ღამეს მშვიდი ვითარება იყო.
კომენტარი