საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით, სოფელ სამებასთან, დაფიქსირდა.
„დღეს, თბილისის დროით 08:56 საათზე, ქალაქ ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით 25 კმ_ში, სოფელ სამებასთან, მოხდა 3.3 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში
კომენტარი