31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი მეტ დროს დახარჯავთ კოლეგებთან ურთიერთობის გარკვევაზე, იურისტებთან კონსულტაციებზე. გაითვალისწინეთ ახლობლების აზრი. ცვლილებების გამო მცირე ნერვიულობა მოსალოდნელია.
კურო
დაისახეთ მიზანი და იბრძოლეთ მის ასასრულებლად. ეცადეთ, ერთმანეთში არ აურიოთ სამსახური და გრძნობები. მოთოკეთ ემოციები. შეიძლება შეგეცვალოთ განწყობა, საურთიერთობო წრე.
ტყუპი
აზრთა და გემოვნების გამო ნუ დაუპირისპირდებით კოლეგებს, მეგობრებს. იყავით მეტად დიპლომატიური. ცვლილებები მოგინდებათ პირად ურთიერთობებში, შეიძლება - რომანტიკული თავაგდასავალიც.
კირჩხიბი
დილა რუტინული საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. ეცადეთ, გზაზე არაფერი იყიდოთ. საღამოს ოჯახური სიმყუდროვე მოგენატრებათ. თუ ოჯახში დაძაბული სიტუაცია გაქვთ, ვერ მოისვენებთ, სანამ მას პოზიტიურისკენ არ შეცვლით.
ლომი
დღეს ფულის ხარჯვისგან თავს ვერ შეიკავებთ. შეიძლება უკანასკნელი თეთრებითაც კი ტკბილული იყიდოთ. შესაძლოა, საჭირო გახდეს კომპიუტერული პროგრამის განახლება. სიფრთხილე გმართებთ ელექტროტექნიკასთან.
ქალწული
დილით ნუ გაჭირვეულდებით. განსაკუთრებით მანდილოსნები და განსაკუთრებით - სამოსისა და აქსესუარების არჩევისას. მოწყენისა და უგნებობის მიზეზი არ გაქვთ.
სასწორი
სულიერ ან ფიზიკურ დისკომფორტს განიცდით. შეიძლება კონკრეტული ადამიანის ან კოლექტივის წინააღმდეგ გაიბრძოლოთ. რეალურად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები.
მორიელი
დილიდან პოზიტიურად განეწყვეთ და ეცადეთ, წვრილი უსიამოვნებებით ნერვები არ მოიშალოთ. მეტი დრო დაუთმეთ ურთიერთობის გაუმჯობესებას მეუღლესთან და მეგობრებთან. რთულ სიტუაციაში მათი დახმარების იმედი გქონდეთ.
მშვილდოსანი
მოერიდეთ ზედმეტ ჭირვეულობას, შეინარჩუნეთ სულიერი სიმშვიდე. შეიძლება ცხოვრების წესის შეცვლა მოგინდეთ. ზოგიერთს ახალი მეგობრების გაჩენა მოუნდება. მოერიდით სამოსისა და აქსესუარების შეძენას.
თხის რქა
დაემშვიდობეთ აუსრულებელ იმედებს და რეალური ოცნებების განხორციელებაზე იზრუნეთ. საღამო ახალ გეგმებს, იდეებს მოგიტანთ. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი. აღდგენეთ იმუნიტეტი, ძალები.
მერწყული
ცვლილებებისა და ფორიაქის დღეა, მაგრამ შეიძლება გადაწყვეტილება ვერ მიღოთ. კარგი დღეა კონტაქტების, შემოქმედებითი იდეების განსახილველად. საკუთარი თავი შეიძლება ახალ საქმეში, პროექტში მოსინჯოთ.
თევზები
იყავით მაქსიმალურად დიპლომატიური. ნუ გახდებით კონფლიქტის ინიციატორი. ადამიანი, რომელთანაც უსიამოვნება გაქვთ, შეიძლება დავის მოგვარებას სასამართლოთი შეეცადოს.
კომენტარი