სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოსმა სეპარატისტებმა ორი დაკავებული საქართველოს შსს–ს გადასცეს

ოსმა სეპარატისტებმა საქართველოს შს სამინისტროს თხოვნით ახალგორის რაიონში დაკავებული ორი ქართველი "ბოტორმოქმედო" საქართველოს შს სამინისტროს წამომადგენლებს გადასცეს. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.

"საქართველოს მოქალაქეები ირაკლი სააკაშვილი და გაბრიელ ბაშარული რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე სისხლის სამართლის დანაშაულებების ჩადენის გამო იძებნებოდნენ სამხრეთ ოსეთში იმალებოდნენ. ისინი სამხრეთ ოსეთის შს სამინისტროს წარმომადგენლებმა დააკავეს. სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა ისინი საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლებს გადასცეს", – იუწყება ოსური მხარე.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100