სტუდენტები მშობიარობას ქალი–რობოტისგან იღებენ (ვიდეო)
სამეცნიერო–პოპულარულმა ტელეარხმა Discovery–მ ჯერ კიდევ 2009 წელს აჩვენა რეპორტაჟი ჯონ ჰოპკინზის უნივერსიტეტიდან, სადაც პრაქტიკაზე მყოფი სტუდენტი–გინეკოლოგებისთვის გამოიყენეს “მშობიარობის ზღვარზე მყოფი” ქალი–რობოტი. მეცნიერებმა ჩათვალეს, რომ მისი მეშვეობით შეიძლებოდა მშობიარობის მოდელირება და მისი მაქსიმალური მიახლოება რეალურ პროცესთან. სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ რობოტში “მშობიარობის” რამდენიმე პროცესია ჩამონტაჟებული და გათვალისწინებულია ყველა მოულოდნელობა.
არამხოლოდ პროფესორ–მასწავლებლები, თვითონ სტუდენტებიც ამტკიცებენ, რომ ქალი–რობოტის მეშვეობით სტუდენტებმა ბევრად გაიღრმავეს ცოდნა და პირველივე მშობიარობის მიღების დროს ყველანაირ გართულებას არათუ მშვიდად ხვდებიან, მაქსიმალურად მოკლე დროში აგვარებენ კიდეც.
კომენტარი