სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მეამაყები ჩემო ვაჟკაცო მოხუცო" - ემოციური წერილი ჯანსულ ჩარკვიანს შვილისგან

ჯანსულ ჩარკვიანის ქალიშვილი თაკო სოციალურ ქსელში საინტერსო პოსტს აქვეყნებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

“დღეს 9 აპრილია!

ყველას გვახსოვს ის უმძიმესი დღე და ადამიანების უმოწყალო ჩეხვა რუსთაველზე რაც ჩრდილოელმა მეზობელმა ე.წ. "უფროსმა ძმამ" უკვე მერამდენედ მოგვიწყო.

მაა, მიყვარხარ, მეამაყები.

მეამაყები 1956 წელს, 9 მარტს, მაშინ როცა 22 წლის იყავი, საქართველოს თავისუფლებისათვის ნასროლი სიტყვების გამო.

მეამაყები 1969 წელს შენს მიერ დაწერილი "რწმენის კედელი"-ს გამო,

მეამაყები 1972 წელს დაწერილი "ტყვია მიზანში მოსახვედრია, თავისუფლება ლომთა ხვედრია"-ს გამო,

მეამაყები 1978 წელს ქართული ენისთვის ბრძოლაში შენი პოზიციის გამო,

მეამაყები 80-იან წლებში პოლიტპატიმრების, ირაკლი წერეთლისა და გია ჭანტურიას თავდებობის გამო,

მეამაყები შენი ჟურნალ "ცისკრის" თამამი და თავდადებული რედაქტორობის გამო,

მეამაყები "თვითმფრინავის ბიჭების" დახვრეტის დროს შენი თხოვნის წერილის გამო,

მეამაყები 8 აპრილს შენი საყოვლთაოდ ცნობილი პროტესტის გამო სააქტო დარბაზში საბჭოთა არმიის წინააღმდეგ,

ზვიად გამსახურდიას 2-ჯერ თავდებობისთვისაც მეამაყები,

მეამაყები შენი განვლილი ცხოვრებით და ყველა შენი სტრიქონით,

"ბეთანიით", შენი" ლამაზი სიკვდილით", შენი "გრანადით", შენი ლექსებით მეამაყები. მინდა, რომ კიდევ მყავდე. მადლობა იმ სიყვარულისთვის რა სიყვარულითაც ადამიანები გახარებენ. ზოგიერთები კი, 50 წლის შემდეგ მიხვდებიან ვინ იყავი. მეამაყები ჩემო ვაჟკაცო მოხუცო.

მიყვარხარ.” – წერს თაკო ჩარკვიანი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100