ჟურნალისტებს ხელში ჩაუვარდათ სატელეფონო ჩანაწერის აუდიო მასალა, სადაც გუფი თავის საყვარელს შანტაჟზე ელაპარაკება
მას შემდეგ, რაც გუფის ფარული რომანის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, საზოგადოება აქტიურად განიხილავს რეპერისა და 18 წლის გოგონას სასიყვარულო კავშირს. ჟურნალისტებიც დაუზარებლად აწვდიან ახალ-ახალ ინფორმაციას ცნობისმოყვარე ხალხს.
სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა გუფისა და იანას სატელეფონო ჩანაწერის აუდიო მასალა, საიდანაც ირკვევა, რომ გოგონა რეპერს აშანტაჟებდა, ეს კი გუფის ტექსტიდან კარგად ირკვევა:
"როგორ შეიძლება შენთან ურთიერთობა მინდოდეს, როდესაც შენ მე მაშანტაჟებ და მემუქრები, რომ ჩემს გოგოს ყველაფერს მოუყვები იმის შესახებ, რომ მე და შენ სექსი გვქონდა? ამ მეთოდით გინდა, რომ ჩემთან ერთად იყო? თუ ასეთი თავხედი ხარ და მართლა გაუგზავნი ჩემს პატარას ფოტოებს, მაშინ მიდი, რაც გინდა ის ქენი" - ეუბნება რეპერი იანას.
კომენტარი