ტერაბანკის შეთავაზება ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ტერაბანკში აქცია დაიწყო! მოგზაურობის დაგეგმვას, ან საზღვარგარეთ საქმიან ვიზიტს, მუდმივად ახლავს ფინანსების მართვაზე ზრუნვა. ნაღდი ფულის თან ტარება გარკვეულ საფრთხესთანაა დაკავშირებული, თუმცა ბარათის წაღების შემთხვევაში უცხო ქვეყნის ბანკომატებიდან თანხის განაღდება, ან სავაჭრო ობიექტებში ანგარიშსწორებაც არ ჯდება იაფი. სწორედ იმიტომ, რომ მოგზაურობაში თავი მშვიდად და ფინანსურად უზრუნველყოფილად იგრძნოთ, ტერაბანკი განსაკუთრებული პირობების “თრეველ ბარათს“ გთავაზობთ:
0%-იანი განაღდების საკომისიო მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერ ბანკომატში და ასევე უფასო ანგარიშსწორება სავაჭრო ობიექტებში „თრეველ ბარათის“ საშუალებით.
ეს შეთავაზება უფრო მიმზიდველი გახდა აქციის ფარგლებში - 1 ივლისამდე ტერაბანკის „თრეველ ბარათის“ აღება ნებისმიერ მსურველს განახევრებული საკომისიოთი - 25 ლარად შეუძლია. მათ კი, ვისაც სამოგზაუროდ თანხაც სჭირდება, შესაძლებლობა ეძლევა მინიმუმ 500 ლარიანი ლიმიტის საკრედიტო ბარათი აითვისოს, რომელიც „თრეველ ქარდის“ აღებასთან ერთად საჩუქრად გადაეცემათ.
ახლა მხოლოდ სურვილი და თავისუფალი დროა საჭირო იმისთვის, რომ ტერაბანკთან ერთად მშვიდად, ზედმეტი დანახარჯების გარეშე იმოგზაუროთ და გაანაღდოთ თანხა უფასოდ მსოფლიოს ნებისმიერ ბანკომატში.
„თრეველ ბარათის“ ასაღებად და აქციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ მიმართოთ ტერაბანკის ფილიალებსა და სერვისცენტრებს, ან დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდეთ ბანკის სატელეფონო ცენტრს: 032 2 55 00 00, www. terabank.ge
კომენტარი