ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელს საქართველოს საზღვრების დატოვებაში ხელს უშლიან
ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი, მისი ქვეყნის დატოვების შეზღუდვასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემებზე საუბრობს. სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობისთვის აუცილებელ შეხვედრებზე დასწრებას საზღვარგარეთ ცეზარ ჩოჩელი ვერ ახერხებს:
„ამ ბოლო დროს ჩვენი გერმანელი პარტნიორები იყვნენ ჩამოსულები, ნოემბრიდან დღემდე 11 მილიონის სასაქონლო კრედიტი მოგვცეს. ახლა ვიყავი მიწვეული მათთან კონფერენციაზე და ვერ წავედი. გერმანელებმა, ამ პირობებშც კი, როცა დაყადაღებულები ვართ, ნდობა გამოგვიცხადეს, ჩვენი სმართალდამცავები კი არ გვენდობიან. მთავრობამ ქვეყნიდან გასვლის უფლება ერთხელ მომცა მხოლოდ. იმის შემდეგ მქონდა რამდენიმეჯერ სურვილი, აუცილებლობიდან გამომდინარე, მაგრამ არ გამიშვეს. დასამალი რომ მქონოდა რამე, გასულ წელსაც კარგად ვიცოდი რა მოხდებოდა, არცერთი კომპანიის არცერთი წილი არ გადაგვიფორმებია არავისზე, შეგნებულად არ გავაკეთეთ ეს იმიტომ, რომ დამატებითი კითხვები არ გაჩენილიყო. ამ ყველაფერს ქვეყნისთვის ვაკეთებდით. სად უნდა გავიქცე? თუ ვიჩაგრები აქვე ვიტყვი დღეს, თუ არასწორად მექცევიან იმასაც ვიტყვი, მაგრამ არასდროს გავაკეთებ იმას, რომ მომავალში ვისაუბრო დაიჩაგრა ჩვენი ჯგუფი-მეთქი, ეს არ არის სწორი“, - აღნიშნავს ჩოჩელი. იგი მიიჩნევს, რომ მის სიტუაციაში მყოფ ადამიანს, ორი ვარიანტი აქვს, ან არ უნდა ისაუბროს იმ მიზეზებზე თუ რატომ შეექმნა პრობლემები ან საკუთარი პრინციპები დაიცვას. ბიზნესმენი ხაზს უსვამს, რომ სწორედ საკუთარი პრინციპების დაცვის გამო, განსაკუთრებულ პატივს დავით მირცხულავასა და სულხან მოლაშვილს სცემს:
„ორ ადამიანს, ვისაც ყველაზე დიდ პატივს ვცემ, არის მირცხულავა და სულხან მოლაშვილი. მთელი მსოფლიო მათ პირობებზე ლაპარაკობდა, რაც ციხეში ჰქონდათ შექმნილი. თუ „იწერ“ რაღაცას, მერე მაგაზე აღარ უნდა ილაპარაკო, ან უნდა დადგე და შენი პრინციპები დაიცვა.
დღეს როცა ვსაუბრობთ, რომ თურმე გარეწარი იყო წინა ხელისუფლება, ეს ჩვენ არ ვიყავით ის ხალხი რომელმაც მოიყვანა ისინი? ანალოგიური 93 პროცენტით გამსახურდია მოვიყვანეთ და შემდეგ ქვებს ვესროდით, ახლა კი იმაზე ვართ დაბოღმილები, რომ უკეთესად არ ვცხოვრობთ. ჯერ ჩვენს თავს უნდა დავუსვათ კითხვა რა გავაკეთეთ იმისთვის, რომ უკეთესად გვეცხოვრა. უნდა ვიყოთ მოწოდებულები იმისთვის, რომ ვაშენოთ, მარტო პოლიტიკა ვერ ააშენებს ქვეყანას, ქვეყანა საზოგადოებამ უნდა ააშენოს. ასე არ გამოვა!
კომენტარი