სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მედვედევის მიერ საზამთროს ჭამა ექსტრემიზმი ყოფილა

გერმანული გაზეთი „Die Welt“ იუწყება, რომ ქალაქ კალინინგრადში, რუსეთის ხელისუფლებამ, ადგილობრივი გაზეთის, „Известия Калининграда“ – ს 29 ივლისის მთელი, 40 ათასიანი ტირაჟის კონფისკაცია მოახდინა. მიზეზი კი ის გახდა, რომ გაზეთმა პირველ გვერდზე დიმიტრი მედვედევის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც კრემლის მეთაური საზამთროს მოზრდილ ნაჭერს კბეჩს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გაზეთის გამოსვლისთანავე, რედაქციაში ეფესბე–ს თანამშრომლების მთელი ჯგუფი შეიჭრა, რომელთაც გამოცემის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი დააპატიმრეს და დაკითხვაზე წაიყვანეს. რუსმა ძალოვნებმა გაზეთებით დატვირთული მანქანა სტამბის ჭიშკართან გააჩერეს. მოკლედ, ფოტო, სადაც მედვედევი მადიანად კბეჩს საზამთროს, მასობრივი დაპატიმრებების და გაზეთის ტირაჟის განადგურების მიზეზი გახდა. თუმცა, ოფიციალურ მიზეზად, რუსეთის ხელისუფლებამ ექსტრემიზმის საშიშროება დაასახელა, რომელიც ამ ფოტოს გამოქვეყნებას შეიძლება მოჰყოლოდა.

გამოცემა „რაშა თაიმსი“, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ რუსეთში, დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებამდე, მიუხედავად მრავალგვარი დაპირებებისა, ჯერ კიდევ ძალიან შორია. მედვედევი, პუტინის მსგავსად, აქტიურად აგრძელებს რეპრესიულ პოლიტიკას „ხალხის მტრების“ და „მტრული იდეოლოგიის“ წინააღმდეგ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100