სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთს მაფია მართავს

რუსეთის ინტერპოლის ბიუროს ყოფილმა ხელმძღვანელმა ვლადიმერ ოვჩინსკიმ რუსულ გამოცემა ,,მასკოვსკოე კამსამოლეცს”-ს სკანდალური ინტერვიუ მისცა. მისი თქმით, დღევანდელ რუსეთს მაფიოზები და კანონიერი ქურდები მართავენ.

,,არავის ეგონოს, რომ რუსეთში მაფიოზები არ არიან, არიან და თან ძალიან ბევრნი. დღევანდელ რუსეთში არ არსებობს არცერთი სახელმწიფო სტრუქტურა, რომელშიც მაფიოზები არ არიან. თუ ძველად სახელმწიფო მაფიოზებს ებრძოდა, დღეს მაფიოზები ქვეყნის უმაღლეს ეშელონებში არიან მოკლათებულნი და ქვეყანას მართავენ,”-განაცხადა ოვჩინსკიმ.

ინტერპოლის ბიუროს ყოფილმა ხელმძღვანელმა ის სტრუქტურებიც ჩამოთვალა, რომელსაც მაფიოზები განაგებენ. მისი თქმით, ,,მაფიოზები და ყაჩაღები არიან მთავრობაში, დუმაში, მერიაში და ქვეყნის სხვა მნიშვნელოვან სახელმწიფო დაწესებულებებში.”

ვლადიმერ ოვჩინსკის თქმით, მაფიოზების ,,ჰიტ პარადი” სამართალდამცავ ორგანოებშია.

,,ყველაზე დიდი რაოდენობა მაფიოზებისა არის ე.წ. სამართალდამცავ სისტემაში. ასეთი ,,მაფიოზური” მდგომარეობა მილიციაში 1990 წელსაც კი არ ყოფილა. ყოველი მეორე მილიციელი ყაჩაღია. ავიღოთ თუნდაც პროკურატურა. პროკურორების უმავლესობა არალეგალურ სათამაშო ბიზნესს მფარველობს. რუსეთის რეგიონებში სწორედ სამართალდამცველები მფარველობენ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს, ისინი კი ამ ,,კრიშის” დახმარებით ხალხს ძარცვავს. დღევანდელ რუსეთში სრული განუკითხაობა და კრიმინლის ზეობაა,”- განაცხადა ვლადიმერ ოვჩინსკიმ.

ინტერპოლის ყოფილმა თავჯდომარემ განაცხადა, რომ მსგავსი რამ მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ ხდება, იმ ქვეყნებშიც კი, რომელიც მაფიის სამშობლოდ ითვლება.

,,მე, როგორც ინტერპოლის ყოფილი თავჯდომარე, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში მაფიოზების მთავრობაში ყოფნის ანალოგი არ არსებობს. იცით, სხვა ქვეყენებსა და რუსეთს შორის რა განსხვავებაა, ის რომ რუსეთში მაფიოზობა ლეგალურია,”- განაცხადა ინტერვიუს ბოლის ვლადიმერ ოვჩინსკიმ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100