სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფი შეისწავლის

გარდამავალ პერიოდში შეიქმნება სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული სამუშაოჯგუფი, რომელიც გენერალური გეგმის პროექტს შეაფასებს. ამის შესახებ კახა კალაძემთბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფთან შეხვედრისშემდეგ განაცხადა.

თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულმა თბილისის მერობის კანდიდატმაგენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის წევრებისგან მიმდინარე სამუშაოების შესახებდეტალური ინფორმაცია მიიღო.

„ტრანზიციის პირობებში შევქმნით ჯგუფს, რომელშიც სხვადასხვა სპეციალისტი იქნებაწარმოდგენილი. გამოვითხოვთ ამ დოკუმენტს და გვექნება ჩვენი შეფასებები. ერთიმთავარი და მნიშვნელოვანი არის კოეფიციენტების საკითხი. ჩვენ ვეთანხმებით მათმოსაზრებას და იგივე მოსაზრება გვაქვს, რომ ცენტრალურ რაიონებში K2 კოეფიციენტისგაყიდვა არ უნდა მოხდეს. ეხლაც არის შეზღუდული და ეს მომდევნო წლებისგანმავლობაშიც გაგრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია მიწათსარგებლობისგენერალური გეგმის მიღება რაც შეიძლება მალე მოხდეს და ეს დოკუმენტიყველანაირად იყოს გამართული. ეს იქნება ქალაქის ერთგვარი კონსტიტუცია, რასაცდაეყრდნობა ქალაქის შემდგომი განვითარება. ქაოტური განაშენიანების პრობლემასერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას. ჩვენი მხრიდან ყველა შენიშვნამიწოდებული იქნება გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფისთვის და ერთად გავივლითთუ რისი გათვალისწინება იქნება შესაძლებელი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა ძველ თბილისზე, საჯარო სივრცეებისგანვითარებასა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონების მოწყობაზე, მუნიციპალურიტრანსპორტის განვითარებაზე, ქვეითთა სივრცეების მოწყობაზე და პოლიცენტრულიარეალების დადგენაზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100