სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქრთამის აღების ფაქტზე სოფელ ბაკურციხის რწმუნებული დააკავეს

ყალბი დოკუმენტების დამზადებასა და ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა , გურჯანიის რაიონის სოფელ ბაკურციხის რწმუნებული თეიმურაზ ზავრაშვილი დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ზავრაშვილმა დაამზადა ყალბი ცნობა, რომლის სანაცვლოდ ქრთამის სახით აიღო 300 ლარი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის ფორმად 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100