სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მანდატურის უფლება-მოვალეობები ზუსტდება

მანდატურის უფლება-მოვალეობები ზუსტდება. ამასთან დაკავშირებით ცვლილება "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში შედის.


კანონპროექტის თანახმად, ზუსტდება ტერმინი პირადი გასინჯვა და მასთან დაკავშირებული პროცედურები, ასევე მანდატურის მიერ ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების წესი.


გარდა ამისა, ზუსტდება ასევე მანდატურის სამსახურში დანიშვნისთვის დადგენილი მოთხოვნები და მისი უფლება-მოვალეობები.


საკანონმდებლო ინიციატივა მთავრობას ეკუთვნის. მისი ინცირება ბიუროზე უკვე მოხდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100