საქართველოს IFMGA წევრობის კანდიდატი გახდა
საქართველოს მთაში გამყოლი გიდების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი , სათავგადასავლ ტურიზმის სკოლის დირექოტორის მოადგილე არჩილ ცინცაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს - მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექოტორის მოადგილე ირაკლი ჭრაქაძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ სამთო გამყოლების საერთაშორისო გაერთიანების (IFMGA) გენერალურ ანსამბლეაზე, რომელიც გაიმართა აფრანგეთში , ქალაქ შამონიში.
აღნიშნული შეხვედრები იმართება წელიწადშ ერთხელ და ხდება 25 წევრ ქვეყანას შორის ინფორმაციის გაცვლა, მნიშვნელოვანი პროექტების წარდგენა. საქართველოში განხორცილებული პროექტები წარადგინა ტექნიკური კომისიის პრეზიდენტმა, რაინერ ტაგლინგერმა.
პროექტების წარდგენის შემდეგ სამთო გამყოლების საერთაშორისო გაერთიანების კომისიის ერთობივი გადაწყვეტილებით საქართველოს მიენიჭა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია GMGA დიდი ხანია ცდილობს შეუერთდეს სამთო გამყოლების საერთაშორისო გაერთიანებას IFMGA-ს. ბოლო წლების განმავლობაში ქართულმა მხარემ მოახერხა და განახორციელა მრავალი რეფორმა რათა დაეკმაყოფილებინა IFMGA- ს სტანდარტები. შეიქმნა სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა ATS რომელსაც აქვს სახელმწიფო სტატუსი და მისი დამფუძნებელები არიან საქართველოს განათლებისა და მეციერების სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანია და საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია - GMGA.
IFMGA წევრობის მოსაპოვებლად საქართველოს მთის გიდების ასოციაციას და სათავგადასავლო ტურიზმის სკოლას მოუწევს რამდენიმე ეტაპის გადალახვა რაც ითვალისწინება შვეიცარელი და გერმანელი ექსპერტების მიერ საქართველოში მთის გიდების და საფეხმავლო გიდების სასწავო კურსების ჩატარებას და მათი ხელშეწყობით 2018 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდის ჩატარებას. 2019-2020 წლებში სადამკვირვებლო მისია შეამოწმებს ქართველი ექსპერტების მიერ ჩატარებული კურსებს და გამოსაშვები გამოცდების დონეს და დაკმაყოფილების შემდეგ საქართველო ოფიცილაურად გახდება IFMGA წევრი ქვეყანა.
IFMGA სრულუფლებიანი წევრობის შემდეგ სათავგადასავლო ტურიზის სკოლის კურსდამთავრებულებს ექნებათ საერთაშორისო აღიარება.
კომენტარი