ნაციონალური მოძრაობის აქციის გამო შსს ავტომობილების მოძრაობას შეზღუდავს
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი 21 მარტს დაგეგმილი აქციის დროს ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებელი და უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით დედაქალაქში გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს:
08:00 საათიდან მოძრაობა შეიზღუდება თავისუფლების მოედანზე, რადგან აქციის ორგანიზატორები იწყებენ სცენის მონტაჟს.
14:00 საათიდან მოძრაობა შეიზღუდება ვარდების მოედანზე და რუსთაველის გამზირზე. აქციის მიმდინარეობისას ასევე შეიზღუდება მოძრაობა პუშკინის ქუჩაზე და რუსთაველის გამზირთან დამაკავშირებელ ყველა ქუჩაზე.
აქციის მსვლელობისას ავტოტრანსპორტი იმოძრავებს თაბუკაშვილის ქუჩაზე და კოსტავას გამზირზე გმირთა მოედნის მიმართულებით.
კომენტარი