გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს სუპერმოდელი საქართველოში დაიბადა
ვებსაიტი
Modelsrating, რომელიც მსოფლიოში ცნობილი თუ უცნობი მოდელების ბიოგრაფიას, პორტფოლიოსა და ფოტოსურათებს აქვეყნებს, ტატიანა შამრატოვაზე წერს.
პირად ინფორმაციაში მითითებულია, რომ ტატიანა აფხაზეთში, საქართველოშია დაბადებული.
როგორც ბიოგრაფიიდან ირკვევა, ტატიანა საქართველოში დაიბადა. აქ ის რუს დედასთან და ქართველ მამასთან, ინესასა და რუსლანთან ერთად ცხოვრობდა. როგორც საიტზე წერია, მისი იდეალური ბავშვობა მოულოდნელად იმ დღეს შეწყდა, როდესაც აფხაზურ-ჩეჩურმა დაჯგუფებებმა საქართველოს ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები წამოიწყეს.
ერთ დღესაც ტატიანა მიიწვიეს სილამაზის კონკურსზე სახელწოდებით "საუკეთესო საუკეთესოთა შორის". კონკურსში 500 გოგონა მონაწილეობდა. ტატიანა 20 ფინალისტს შორის მოხვდა და გამარჯვებაც მოიპოვა.
ტატიანა მონაწილეობს ისეთი ცნობილი მოდის სახლების შოუებში როგორიცაა Reiss,
Voronin, Marlies Dekkers, VDP, Roza, Calvin Klein, Jimmy Choo Oscar de la
renta. ასევე, თანამშრომლობს შემდეგ კოსმეტიკური ბრენდის კომპანიებთან - Tony
& Guy, MAX Factor, Cosmo-cosmetic, Oriflame და Avon
კომენტარი