სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რომში დემონსტრანტებმა თავდაცვის სამინისტროს შენობა დაწვეს

რომში დემონსტრანტებმა თავდაცვის სამინისტროს შენობას ცეცხლი წაუკიდეს, რის შედეგად დამწვარია შენობის ფლიგელი.

საპასუხოდ სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, ასობით მომიტინგე კი დააკვეს.

მანამდე კი მომიტინგეებმა იტალიის დედაქალაქის ქუჩებში ავტომანქანები, მათ შორის პოლიციის, დაწვეს და მაღაზიების ვიტრინები ჩაამსხვრიეს.
აქცია მასობრივ არეულობაში გადაიზარდა, რომლის შედეგად 70-მდე ადამიანი დაშავდა.

200 000-მდე იტალიელმა ამ აქციით ქვეყნის პრემიერ სილვიო ბერლუსკონის ფინანსური პოლიტიკა გააპროტესტა, რომელიც მიხედვითაც სოციალური სფეროს დაფინანსება შემცირდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100