სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნაციონალური მოძრაობის განცხადება

"ნაციონალური მოძრაობა" საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო სახალხო განხილვასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.

გოკა გაბაშვილის თქმით, რეგიონებში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დროს ადგილი აქვს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა მიმართ შეურაცხყოფის ფაქტებს.

ოზურგეთში გუშინდელი განხილვის დროს საპარლამენტო უმცირესობის წევრს აზრის გამოთქმის საშუალება არ მისცეს. ექსცესების თანხლებით მიმდინარეობდა ცვლილებების განხილვა ზუგდიდსა და ქუთაისშიც.

დღეს კი დეპუტატების ჯგუფმა შეხვედრა გორში უნდა გამართოს. "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ თუ გორშიც მსგავს შემთხვევებს და შეურაცხმყოფელ განცხადებებს ექნება ადგილი, საპარლამენტო უმცირესობა საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო სახალხო განხილვაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100