სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შპს „საკონდიტრო კომპანია“ ფართოვდება

9 თებერვალი, 2021- საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას განაგრძობს. შპსსაკონდიტრო კომპანიის“ საქმიანობის გაფართოებისა და ხელშეწყობის მიზნით, ბანკმა 150 000 აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა.

პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლნ ლარს შეადგენს, რის ფარგლებშიცსაკონდიტრო კომპანიას“ სულ მალე ახალი საწარმო შეემატება. მისი მეშვეობით, კომპანია დღეში 350-400 კგ. პროდუქციის წარმოებას და შეთავაზებული საკონდიტრო ასორტიმენტის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას შეძლებს.

ამჯერად კომპანია 10 ადამიანს ასაქმებს, პროდუქციის რეალიზება ხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორისსანდომისქსელში.

საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების წახალისებას აქტიურად განაგრძობს. ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით, შპსსაკონდიტრო კომპანიაფართოვდება. მეტი სამუშაო ადგილების შექმნა და ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერება საქართველოს ბანკის უცვლელ პრიორიტეტად რჩება. შესაბამისად, მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა გვერდში დავუდგეთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ კიდევ ერთი ბიზნესის, ამჯერადსაკონდიტრო კომპანიისსამომავლო განვითარებაში“, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100