ასტრახანში "მიგ-29" თვითმფრინავის პილოტთა ცხედრები ნაპოვნია
ასტრახანის ოლქში "მიგ-29" ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი დანგრეულია, ეკიპაჟის ორი წევრი კი გარდაცვლილი. ოფიციალურად აღნიშნული ინფორმაცია მოგვიანებით დადასტურდა.
ორი დაღუპული მფრინავის გვამი უკვე ნაპოვნია. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაცია სამინისტროს რეგიონალური წარმომადგენელი ადასტურებს.
"ორივე მფრინავის გვამი უკვე ნაპოვნია. მიმდინარეობს გამოძიება", - განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა.
პილოტების გარდაცვალების ფაქტს რუსეთის თავდაცვის სამინისტროშიც ადასტურებენ.
კომენტარი