სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მაინტერესებს, მოგვაპოვებინებენ თუ არა კადრებს კამერებიდან, რომელზეც პოლიცია უკვე ფეხს ითრევს" - ბერძენიშვილს ცხვირზე ოპერაცია ჩაუტარდება

სამოქალაქო აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი წერს, რომ ცხვირზე ოპერაცია ჩაუტარდება. როგორც დღეს დილით მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით აღნიშნავს, პოლიცია "ფეხს ითრევს" კამერების ჩანაწერების ამოღებაზე:

"სახლთან დამხვდნენ, უკნიდან წამაქციეს, მირტყეს და გაიქცნენ.
შევყავარ ცხვირის ოპერაციაზე, კიდე რაღაც პატარა ძვალი არი გატეხილი, მაგრამ არც საოპერაციოა და არც საშიში. სხვა ყველაფერი შევამოწმეთ და არაფერი მჭირს.
ახლა ერთადერთი რამ მაინტერესებს, მოგვაპოვებინებენ თუ არა კადრებს კამერებიდან, რომელზეც პოლიცია უკვე ფეხს ითრევს.
ასევე, აქედანვე ხელს დავუქნევ შალვა საწყალ პაპუასას
ცხადია დღეს ამ ქვეყანაში რეჟიმის პატიმრები ყველაზე თავისუფლები არიან, რეჟიმის გალახულები კი ყველაზე ჯანმრთელები. ჩემთვის პატივია" წერს ზუკა ბერძენიშვილი.

შეგახსენებთ, ზუკა ბერძენიშვილს დღეს დილით საკუთარ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამოქალაქო აქტივისტსა და ქართული ოცნების ოპონენტს მოძალადეები მანქანით ელოდებოდნენ.

ბერძენიშვილს თავს პაპუაშვილის სტატუსის გამოქვეყნების შემდეგ დაესხნენ, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ მოძალადეები წაახალისა და რეალურად, თავდასხმის სამიზნეები განუსაზღვრა. ჩამონათვალში დასახელებული იყო ბერძენიშვილიც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100