სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახლა ჩვენ აქ ვართ, 90 ცალი მუთაქა - წულუკიანი

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა მიმდინარე "მოქალაქეების" ლიდერს, ალეკო ელისაშვილს მიმართა და კომენტარი გააკეთა ოპოზიციონერი დეპუტატის, დღევანდელ განცხადებაზე, რომელმაც წულუკიანის თქმით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელ თორნიკე რიჟვაძეს მექრთამე უწოდა.

ამასთან, წულუკიანმა საკანონდებლო ორგანოში შესვლამდე, ელისაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებებიც გაიხსენა.

„არ შემიძლია, უპასუხოდ დავტოვო, როდესაც ჩვენი მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს ერთ-ერთ წევრს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელს, თორნიკე რიჟვაძეს უწოდებენ მექრთამეს. ბატონო ალეკო, აქ ორი რამ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, ის, თუ როგორ იქცევით და რა ხდება ბათუმის ბულვარში. როგორც ჩანს, ამბავი იცით, იმედი მაქვს, ამბის იქით დეტალებიც. ერთადერთი, რაშიც თანხვედრა გვაქვს, რომ რაც იქ შენდება, მიუღებელია. რიჟვაძესთან ამ თემაზე მქონია საუბარი და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ერთ-ერთია, რომელიც ამას თავის დროზე შეეწინააღმდეგა, როდესაც პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის დროს იქ ცხრა და თორმეტსართულიანი კი არა, ათეულობით სართული უნდა აღმართულიყო. რიჟვაძე იყო, რომელმაც მინიმუმამდე დაიყვანა ის ზიანი, რაც დღეს მაინც გვაქვს. უკვე ვთქვი, რომ ეს არც მე არ მომწონს – ეს ერთი. მეორე – თუ ჩვენ გავიხსენებთ თქვენს პარლამენტში შემოსვლამდე გამონათქვამებს, შალვა პაპუაშვილი ამას თუ „ჰეითერობაში“ არ ჩამომართმევს, რეალობას გავიხსენებ, თქვენ თქვით, რომ პარლამენტში დევს 90 ცალი მუთაქა „ქართული ოცნებიდან“. მუთაქები ჩვენ ვართ, ძვირფასო კოლეგებო. 60 მგელი რომ შევალთ იქ, ნახეთ, რას დავატრიალებთ. ეს ხომ თქვენი სიტყვებია. ახლა ჩვენ ვართ აქ 90 ცალი მუთაქა და თქვენ მგლობის ვერაფერი შეგატყეთ. ე.ი თქვენ არამცთუ არაკომპეტენტური ხართ, როდესაც თვლით, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ერთ დეპუტატს აქვს რაიმე ტიპის უფლება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური ანგარიშვალდებულად აქციოს მის წინაშე, ეს არის ჩვეულებრივი არაკომპეტენტრუობა და ძალიან დიდი პატივისცემით მინდა მოგიწოდოთ, რომ თქვენ გვერდით მყოფ კოლეგას ხანდახან სამართალში რაღაცები დაეკითხეთ ხოლმე, რადგან ჩვენ ვართ პოლიტიკური ორგანო. ეს ის ორგანოა, რომელიც სამართლებრივ და კანონის შემოქმედების ფუნქციას ატარებს და ჩვენი საქმიანობა არ არის მხოლოდ პოლიტიკური, ეს პოლიტიკურ-სამართლებრივია.

შესაბამისად, სამართლებრივი კატეგორიებით თუ შესანიშნავად ოპერირებს ისეთი ცნობილი მედიკოსი, როგორიც არის ჩემ წინ გამომსვლელი ლადო კახაძე, ალბათ თქვენც ამას კარგად შეძლებთ, რადგან მედიცინა და იურისპრუდენცია შეიძლება, არ იყოს მაინცდამაინც ახლოს მდგომი. ეს ერთ-ერთი ყველაზე მყვირალა მაგალითია, როგორ შეიძლება, ადამიანი სულ სხვა პროფესიიდან იყო კვალიფიციური დეპუტატი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100