პაატა იმნაძე: მე 65 წელზე მეტის ვარ, მაგრამ სახლში ვერ დავრჩები, მე უნდა ვიმუშაო
მე სახლში ვერ დავრჩები. მე უნდა ვიმუშაო, - ამის შესახებ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. კითხვას იმის შესახებ თუ რა რეკომენდაციებს მისცემდა ის სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც ხანდაზმული ადამიანები მუშაობენ მან შემდეგი პასუხი გასცა.
„რეკომენდაციები ყველას ეხება ერთნაირად. გინდა ექიმი იყოს, გინდა სხვა პროფესიის ადამიანი. 65 წელზე მეტის ვინც არის მაქსიმალურად სახლში უნდა დარჩეს და არ გამოვიდეს გარეთ. მე 65 წელზე მეტის ვარ. მაგრამ მე სახლში ვერ დავრჩები. მე უნდა ვიმუშაო“, - განაცხადა იმნაძემ.
კომენტარი