დაიწყეთ ონლაინ ბიზნესი თიბისი ბანკის დახმარებით
თუ თქვენ გსურთ, თქვენთვის სასურველი პროდუქციის - ტანსაცმლის, აქსესუარების, ტექნიკის თუ უბრალოდ საკუთარი ნამუშევრების გაყიდვა, თიბისი ბანკის დახმარებით ეს შეგიძლიათ ონლაინ ბიზესად აქციოთ.
თიბისი ბანკი მცირე და საშუალო მეწარმეებს ონლაინმაღაზიის მინიმალურ ფასად შექმნას და მის მართვაში დახმარებას სთავაზობს. კერძოდ, თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ონლაინ ვაჭრობით, შეგიძლიათ მიმართოთ თიბისი ბანკს და მხოლოდ სიმბოლურ ფასად, 800 ლარად შეიძინოთ ონლაინ მაღაზიის პლატფორმა, რომელსაც თქვენთვის სასურველ დიზაინს შეურჩევთ და რომელიც, მასში ჩატვირთული გადახდების სისტემის წყალობით, იმუშავებს როგორც აწყობილი და ტექნიკურად გამართული ონლაინ მაღაზია.
თიბისი ბანკი პირველია ქართულ ბანკებს შორის, ვინც თავის კლიენტებს ამგვარი ინოვაციური სერვისი შესთავაზა. პროექტის მიზანი მცირე მეწარმეობის მხარდაჭერაა.
პროექტის ფარგლებში თიბისი ბანკი ვაჭრობით დაინტერესებულ კლიენტებს არა მხოლოდ ონლაინ მაღაზიის პლატფორმას სთავაზობს, არამედ ამ პლატფორმის მართვასაც. კერძოდ, კლიენტს შეუძლია თიბისი ბანკის დახმარებით შექმნას და მართოს მარკეტინგული კამპანიები, ანუ მოახდინოს ფასდაკლების აქციების ონლაინ განთავსება, ასევე მიიღოს ვებგვერდის სტატისტიკური ანალიზი, ახალი პროდუქტების კატეგორიების დამატება, სხვადასხვა კომპანიასთან გადაზიდვის სისტემის აწყობა და კიდევ სხვადასხვა სერვისები. ეს ყველაფერი, კლიენტის სურვილის შემთხვევაში, თიბისი ბანკის პროექტის ფარგლებში განხორციელდება და თვეში მხოლოდ 100 ლარი დაჯდება.
ონლაინმაღაზიის პლატფორმის შექმნისთვის თიბისი ბანკი კომპანია „ჯეოფეისთან“ თანამშრომლობს.
იჩქარეთ, ისარგებლეთ თიბისი ბანკის მზა ონლაინ მაღაზიის პროექტით და დაიწყეთ ონლაინ ვაჭრობა!
კომენტარი